ჩუტყვავილა

სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსამდე გამონაყარი უხვია , დაჩირქება ინტენსიური . იშვიათია გართულება ფილტვების , შუა ყურისა და ტვინის ანთებით . საჭიროა წოლითი რეჯიმი , კანის , ხელებისა და ფრჩხილების სისუფთავე , პირის ღრუს გამოვლება სოდიანი წყლით . გართულებული , მძიმე ფორმები საჭიროებს მკურნალობას საავადმყოფოს პირობებში . ´ ავადმყოფი ბინის პირობებში გამოცალკევებული უნდა იყოს 9 დღის განმავლობაში . კონტაქტში მყოფი ბავშვები რომელთაც წინათ არ მოუხდიათ ჩუტყვავილა , ინფეციის შესაძლო წყაროს წარმოადგენენ . ამიტომ ამ პერიოდში ისინი 21 დღის განმავლობაში არ უნდა დავუშვათ დაწესებულებებში . ´ ჩუტყვავილა — ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადება . ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის , ცემინების დროს და დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს . ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება , ამიტომ ავადმყოფის ნივთებით და მესამე პირით ინფექცია არ ვრცელდება . ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ყალ...